მომსახურება

სერვისები

ოთხი მიმართულება, ერთი სტანდარტი. ყველა სამუშაოს ვასრულებთ საკუთარი, თანამედროვე აპარატურით — ეს გვაძლევს საშუალებას დავიცვათ ვადები და ხარისხი ყველა ობიექტზე.

იატაკის მოჭიმვა

იატაკის მოჭიმვა

ჩვენი ძირითადი მიმართულება. მოჭიმვა სრულდება ბაზარზე არსებული უმაღლესი ხარისხის, თანამედროვე აპარატურით — შედეგი არის იდეალურად სწორი ზედაპირი დიდ ფართობებზეც და შეთანხმებული ვადების სრული დაცვა.

  • ობიექტის დათვალიერება და ფართობის გაზომვა
  • ნარევის მიწოდება და დასხმა აპარატით
  • ზედაპირის გასწორება და მოხვეწა
  • ობიექტის ჩაბარება და ხარისხის შემოწმება

 

იატაკის მოჭიმვის (სტიაშკის) ფასი საქართველოში იწყება 15–18 ლარიდან 1 კვადრატულ მეტრზე

ბეტონის მოპრიალება

ბეტონის მოპრიალება

ბეტონის დასხმა, გასწორება და მოპრიალება ერთ ციკლში. მიღებული ზედაპირი გამძლეა, თანაბარი და ადვილად მოვლადი — შესაფერისი კომერციული და საწარმოო ობიექტებისთვის, სადაც იატაკზე მუდმივი დატვირთვაა.

  • ბეტონის დასხმა და გასწორება
  • მექანიკური მოპრიალება და მოხვეწა
  • ზედაპირის სისწორის კონტროლი

 

ბეტონის მოპრიალების ფასი საქართველოში საშუალოდ 10 ლარიდან

ხრეშის ატანა

ხრეშის ატანა

ავტომატური მექანიზმით ხრეში მიეწოდება 100 მეტრამდე სიმაღლეზე — ეს 30 სართულის ტოლფასია. სამუშაო სრულდება სწრაფად, უსაფრთხოდ და ხელით შრომის გარეშე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ობიექტზე დახარჯულ დროს.

  • მიწოდება 100 მეტრამდე სიმაღლეზე
  • უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვა
  • ხელით შრომის მინიმუმამდე შემცირება

 

ხრეშის ატანა საშუალოდ 2-დან 4 ლარამდეა ერთ ტომრაზე

კედლების ლესვა

კედლების ლესვა

ბათქაშის სამუშაოები სრულდება აპარატით, თანამედროვე ტექნოლოგიით. ნარევი კედელს თანაბარი ფენით ედება, რაც ზრდის წარმადობას დიდ ფართობებზე და ამცირებს მასალის დანაკარგს.

  • კედლის მომზადება და ნარევის მიწოდება
  • თანაბარი ფენის დადება აპარატით
  • ზედაპირის გასწორება

 

კედლების ლესვა ფასი 5 ლარიდან იწყება 1 კვადრატულ მეტრზე

სარემონტო მომსახურება

სარემონტო მომსახურება

ვასრულებთ სამუშაოებს შავი, თეთრი და მწვანე კარკასის კონდიციიდან სრულ რემონტამდე.
თითოეული პროექტი ხორციელდება ტექნიკური მოთხოვნების, ხარისხის სტანდარტებისა და შეთანხმებული ვადების დაცვით, რაც უზრუნველყოფს სამუშაოების სრულყოფილ და პროფესიონალურ შესრულებას

  • შავი კარკასი
  • თეთრი კარკასი
  • მწვანე კარკასი
  • სრული რემონტი

სარემონტო მომსახურების ფასი 500 ლარიდან 1.კვ.მ ფასი

როგორ ვმუშაობთ

ოთხი ნაბიჯი განაცხადიდან ჩაბარებამდე

  1. 04

    შესრულება და ჩაბარება

    სამუშაო სრულდება დათქმულ ვადაში. ჩაბარებამდე მოწმდება ზედაპირის ხარისხი.

  2. 03

    შეთანხმება

    გიგზავნით ფასს და ვადებს. შეთანხმების შემდეგ ვნიშნავთ სამუშაოს დაწყების თარიღს.

  3. 02

    ობიექტის დათვალიერება

    ვათვალიერებთ ობიექტს, ვზომავთ ფართობს და ვაზუსტებთ სამუშაოს მოცულობას.

  4. 01

    განაცხადი

    დაგვირეკეთ ან შეავსეთ ფორმა. დაგისვამთ რამდენიმე კითხვას ობიექტისა და ვადების შესახებ.

გჭირდებათ ფასი კონკრეტულ ობიექტზე?

მოგვწერეთ ფართობი და მისამართი — დაგიბრუნებთ ფასს და შესაძლო ვადებს.